პერსონალური ინფორმაციის დაცვა
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენი მთავარი მიზანია აგიხსნათ როგორ ვამუშავებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას Steuerfy-ში. ეს დოკუმენტი მიმოიხილავს იმ მთავარ პრინციპებს რომლებსაც ჩვენ ვიცავთ რათა კანონთან შესაბამისად მოვეპყროთ თქვენს ინფორმაციას. ეს შეეხება თვქენი, როგორც მომხმარებლის ინფორმაციას რომელიც გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის – საქართველოს კანონმდებლობასთან სრულიად შესაბამისობაში.
პირადი მონაცემების უსაფრთხოების პირობა
• თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ და კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად;
• არ გამოიყენოთ თქვენი მონაცემები უკანონოდ;
• მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორც გიცავთ კანონი
ისევე როგორ ჩვენი სამომხმარებლო პოლიტიკა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია საქართველოში მოქმედი პერონალური ინფორმაციის დაცვის შესაბამისად. კანონის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ რაში ვიყენებთ თქვენს მონაცემებს.
კომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს უფლება თქვენი მონაცემების გამოყენების, იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას გამოხატავთ ამის შესახებ.
პირადი ინფორმაციის ტიპები რომლებსაც ვიყენებთ:
საკონტაქტო დეტალები, ბიომეტრიული მონაცემები და სპეციალური მონაცემები (იგულისხმება შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები რომელიც მოწოდებულია თქვენს მიერ).
წყაროები რომლებიც მოიცავენ პირად ინფორმაციას
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაცია თქვენს მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:
• როცა გახდები მომხმარებელი;
• როდესაც დარეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
• როდესაც მიმართავთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს;
• სატელეფონო საუბრის ან ოფისში ვიზიტის დროს;
• როდესაც იყენებთ ჩვენს ვებგვერდებს, მობილური მოწყობილობების აპებს და ვებ ჩეთს;
• როდესაც აგზავნით წერილებს ფოსტით ან ელექტრონული ფოსტით;
• ჩვენ არ ვაგროვებთ მონაცემებს გარე ორგანიზაციებისგან, როგორიცაა საჯარო ან კომერციული რეესტრები, სხვა სახელმწიფო ორგანოები.
• ჩვენ არ ვაწარმოებთ დამატებით ქმედებებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად სოციალური ქსელების ან სხვა საჯარო წყაროებიდან, ყველა საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტის მოწოდება ხდება მომხმარებლის მიერ.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
• რომელი მონაცემები მუშავდება თქვენთან მიმართებაში;
• რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
• მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
• როგორ მოხდა მონაცემების დამუშავება;
• ვის გადაეცა მონაცემები;
• მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ შესახებ.
კანონის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ცვლილება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ პეროსნალური ინფორმაციის რასაც ჩვენ ვფლობთ. ასევე თუ ფიქრობთ რომ თქვენი ინფორმაცია არალეგალურად არის მოპოვებული დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ ამის შესახებ და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. ჩვენ ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყონებლივ წაშლაში.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების (მათ შორის პროფილირების) შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
თქვენი მოთხოვნის მიღებისთანავე, თქვენი მონაცემების დამუშავება შეწყდება, დაიბლოკება, წაიშლება ან განადგურდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიიღებთ შეტყობინებას.
თუ თქვენი მონაცემთა დამუშავება არ შეიძლება შეწყდეს, დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს სამართლებრივი შეზღუდვების გამო, თქვენ მიიღებთ დასაბუთებულ უარს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მოტივით თქვენი მოთხოვნის დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ვისთან ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას
შეიძლება მოგვიწიოს თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა კომპანიებთან, რომლებმაც უნდა მოგაწოდოთ თქვენს მიერ არჩეული პროდუქტი ან მომსახურება.
როდესაც ჩვენ ვიყენებთ სხვა მხარის სერვისს პროვაიდერს, ან მესამე მხარეს რომლებიც კონკრეტულ ქმედებას ახორიელებენ მოცემული საქმიანობის შესაბამისად, შეიძლება გავუზიაროთ ის მონაცემები რომლებიც საჭიროა ამ საქმიანობის შესასრულებლად. სერვის პროვაიდერები ეწევიან შემდეგ საქმიანობებს:
• ინტერნეტზე დაფუძნებული ინსტრუმენტებისა და აპლიკაციების დიზაინი, განვითარება და შენარჩუნება;
• IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (როგორიცაა ღრუბელი) სერვისები;
• იურიდიული, აუდიტორული ან სხვა სპეციალური მომსახურება, რომელსაც ახორციელებენ იურისტები, ნოტარიუსები, რწმუნებულები, კომპანიის აუდიტორები ან სხვა პროფესიონალი მრჩევლები;
• სპეციალიზებული კომპანიების მიერ თაღლითობის ან სხვა გადაცდომის იდენტიფიცირება, გამოძიება ან პრევენცია;
როდესაც ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ არსებობს აუცილებელი გარანტიები მის დასაცავად.
როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად
ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად, პროფილების შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ პეროსნალურ ინფორმაიას რომლებთა დამუშავებაც თქვენი დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე მოგვეცა. ეს გვეხმარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური.
ეს ავტომატური გადაწყვეტილებები გავლენას იქონიებს იმ პროდუქტებზე და სერვისებზე რითიც ვახორციელებთ თქვენს მომსახურებას. თუ არ არსებობს საფუძველი (საკანონმდებლო, საკონტრაქტო, თანხმობა) თქვენ გაქვთ უფლება არ დაექვემდებაროს გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირბაზე, რაც იწვევს თქვენზე იურიდიულ, ფინანსურ ან სხვა მნიშვნელოვან ეფექტს.
პერსონალური მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის.
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები რათა შეგატყობინოთ სხვადასხვა შეთავაზების ან შესაბამისი ინფორმაციის შესახებ.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმისგან, რასაც თქვენ გვიზიარებთ და რასაც ვაგროვებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს.
ჩვენ ვსწავლობთ თქვენს მონაცემებს, რა გსურთ და რა გჭირდებათ, ასევე რამ შეიძლება დაგაინტერესოთ. ეს არის ის, თუ როგორ ვწყვეტთ, რომელი პროდუქტები, სერვისები და შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაბამისი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია მარკეტინგული შეტყობინებების გამოსაგზავნად, თუ გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არ იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. თქვენ შეგიძლიათ გვთხოვოთ შეწყვიტოთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და დაუყოვნებლივ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენებას, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში. თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თქვენ გააგრძელებთ განცხადებების მიღებას თქვენთვის შემოთავაზებულ ობიექტებში და მომსახურების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
რამდენი ხანი ვინახავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენთვის მოწოდებული მომსახურების მთელი ვადის განმავლობაში და სერვისის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში
როგორ ვთქვათ უარი
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, თუ სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები არ არსებობს. გთხოვთ სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ
ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ ინფორმაციას, როდესაც ამის მიზეზი არის თქვენი თანხმობა.
თუ თქვენ გააუქმებთ თანხმობას, ჩვენ შეიძლება ვერ მოგაწოდოთ გარკვეული პროდუქტები ან სერვისები.
ცვლილებები ამ დოკუმენტში
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს კონფიდენციალურობის განცხადება, რათა დარჩეს კანონმდებლობის ნებისმიერ ცვლილებასთან და/ან ასახოს, თუ როგორ ამუშავებს ჩვენი ბიზნესი პერსონალურ მონაცემებს.
როგორ დაგვიკავშირდეთ
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლებებსა და მოვალეობებთან და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფოსტით info@steuerfy.ge